3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

პოლონეთში ქართველი ქალი მოკლეს

პოპულარული

ქართველი ქალი მოკლეს პოლონეთში. დანაშაული ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ვიერ-უჟოვში, ნაქირავებ ბინაში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალი ღამით მოკლეს, როცა ის მარტო იმყოფებოდა. წინასწარი ცნობით, საქართველოდანაა სავარაუდო დამნაშავეც და მან მიმალვა შეძლო.

პოლონელი სამართალდამცველების ინფორმაციით, დაღუპულს სასიკვდილო ჭრილობა კისრის არეში ჰქონდა მიყენებული.

ცხედარი ბინაში მცხოვრებმა ასევე საქართველოს მოქალაქეებმა აღმოაჩინეს, რომლებიც სახლში გამთენიისას დაბრუნდნენ.

არსებობს სავარაუდო დამნაშავის აღწერილობა და მასზე ძებნაა გამოცხადებული.

მკვლელობის მოტივი უცნობია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები