3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

პოლიციელს არ ახსოვს თვითონ სად იდგა, ლაზარე სად იდგა, სამაგიეროდ ახსოვს ლაზარეს თვალები, ცხვირი და ლოყები – ინფორმაცია სასამართლოდან

პოპულარული

ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ლაზარე გრიგორიადისის პროცესიდან ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, პოლიციელს არ ახსოვს თვითონ სად იდგა, ლაზარე სად იდგა, სამაგიეროდ ახსოვს ლაზარეს თვალები, ცხვირი და ლოყები:

“ლაზარეს პროცესზე, მოწმე პოლიციელს:
– არ ახსოვს თვითონ სად იდგა
– არ ახსოვს სად იდგა ლაზარე
– არ ახსოვს რა ‘პოლიციური საშუალებები’ გამოიყენა პოლიციამ (თუმცა ახსოვს რომ გამოიყენა)
– არ იცის რა შემაღლებულ ადგილზე იდგა ლაზარე (მეორე პოლოციელმა თქვა)
– არ ახსოვს ზუსტად რამდენი ფოტო აჩვენეს, რომლებიდანაც ლაზარე ამოიცნო
– არ ახსოვს არცერთი სხვა ადამიანი ვინც, როგორც ამბობს, ისროდა მოლოტოვს (თუმცა ახსოვს რომ ბევრი ისროდა)
– სხვაც არაფერი ახსოვს ან იცის
სამაგიეროდ დეტალებში ახსოვს:
– ლაზარეს თვალები, ცხვირი და ლოყები
– შარვლის და ჰუდის ფერი
– რამდენ მეტრში იდგა მისგან ლაზარე
– როგორ დაინახა მისი სახე როცა ლაზარემ პირბადე ჩამოიწია ნიკაპამდე
ვერ აბამენ ამ ბიჭს მოლოტოვს და ისევ პოლიციელების სტანდარტულ ცრუ ჩვენებებს მიადგნენ” – წერს ჯაფარიძე

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები