7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

“პოლიტიკურად უზნეო და მავნებელი” – ვოლსკი პრეზიდენტზე

პოპულარული

“პოლიტიკურად უზნეო” – ასე მოიხსენიებს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტს. სახელისუფლებო გუნდის წევრი სალომე ზურაბიშვილს მავნებლურ ქმედებებში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მას ეს არ უნდა ეპატიოს.

მისი პოზიციები, პოლიტიკური პოზიციები მაქვს მხედველობაში და არა პიროვნული, არის არა თუ მხოლოდ დაპირისპირებული გარკვეულ ინტერესებთან, არამედ არის პოლიტიკურად უზნეო, ვინაიდან არც საფუძველი აქვს ახალგაზრდა, ჯარში ახლად შემოსული ახალგაზრდებს ფიცის დადების წინ უთხრას, რომ აქ გარკვეული მოდელირებული ქრონიკა იდგმება ხელისუფლების მიერ, რომელიც ამას რუსეთთან შეთანხმებით აკეთებს, არათუ ამის საფუძველი არ აქვს, არამედ გამიზნულად აკეთებს ამას და ამას ჰქვია „მავნებლობა“ , რომელიც არ უნდა ეპატიოს, – ამბობს ვოლსკი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები