6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 28, 2024

პოლიტიკაში გამოიკვეთა ადამიანთა წრე, რომლებიც ფიქრობენ, რომ სამყარო მათ გარშემო ბრუნავს, დედამიწა კი არ ბრუნავს მზის გარშემო, მზე ბრუნავს დედამიწის გარშემო – გიორგი ვაშაძე

პოპულარული

ვინც არ უნდა იყოს, ვურჩევ, ნუ გგონიათ, რომ სამყარო თქვენ გარშემო ტრიალებს, თორემ ეს ყველაზე მძიმე ფსიქოლოგიური შედეგით დაასრულებს თქვენს პოლიტიკურ კარიერას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას  პოსტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა.

„პოლიტიკაში გამოიკვეთა ადამიანების რაღაც წრე, რომლებიც ფიქრობენ, რომ სამყარო მათ გარშემო ბრუნავს. დედამიწა კი არ ბრუნავს მზის გარშემო, არამედ მზე ბრუნავს დედამიწის გარშემო – აი, ასეთ კატასტროფასთან გვაქვს საქმე. ვინც არ უნდა იყოს, ვურჩევ, ნუ გგონიათ, რომ სამყარო თქვენ გარშემო ტრიალებს, თორემ ეს ყველაზე მძიმე ფსიქოლოგიური შედეგით დაასრულებს თქვენს პოლიტიკურ კარიერას. ამიტომ, ნუ გგონიათ, რომ სამყარო თქვენ გარშემო ტრიალებს, მინდა, ეს ყველამ იცოდეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები