1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

პირდაპირ ვთქვათ, ეს არის „ქართული ოცნების“ რადიკალური დაჯგუფება ანუ ჰეზბოლა -პაატა მანჯგალაძე “ალტ-ინფოზე”

პოპულარული

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძეპრორუსულ დაჯგუფება “ალტ-ინფოს” “ოცნების” ჰეზბოლად  მოიხსენიებს. ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლებას რადიკალური დაჯგუფების წევრებს არ სჯის, რადგან ისინი მათ პრორუსული პოლიტიკის გატარებისთვის და განსხვავებული ადამიანების დევნისთვის სჭირდება.

“პირდაპირ ვთქვათ, ეს არის „ქართული ოცნების“ რადიკალური დაჯგუფება ანუ ჰეზბოლა… „ქართული ოცნების“ ჰეზბოლაა ერთგვარი საჭირო მომენტში, როცა დასჭირდება, ამ ადამიანებს არ აქვთ არანაირი შეზღუდვა, შეგიძლიათ ჰკითხოთ კიდეც, მზად არიან, იარაღი აიღონ და განსხვავებულად მოაზროვნე ნიშნავს იმას, რომ ვისაც რუსეთი არ უნდა და საქართველოს თავისუფლება უნდა, იმ ხალხს დაერივნონ. სინამდვილეში ამათი სახელი არის ლეგიონი. ესენი არიან რუსული ძალა საქართველოში, – ამბობს პაატა მანჯგალაძე. 

შეგახსენებთ, რომ გუშნ პრორუსული მოძრაობის წევრები  მცხეთაში შეიკრიბნენ. რადიკალური მოძრაობის ლიდერებმა ნოემბრის აქციები დააორგანიზეს, თუმცა სუსი დუმს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები