6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 28, 2024

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი გორში საპენსიო სესხებით დაზარალებულ 300-მდე პენსიონერს შეხვდა

პოპულარული

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი გორში საპენსიო სესხებით დაზარალებულ 300-მდე პენსიონერს შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა გუნდის იურისტების მონაწილეობით შედგა და დეპუტატმა პენსიონრებს გააცნო გამოსავლის გზები, როგორ უნდა მოხდეს პანდემიის დროს გახანგრძლივებული ვალების ძველ ჩარჩოში დაბრუნება და განულება.

„შეხვედრის მიზანია იმ პენსიონრების დახმარება, რომლებსაც ბანკმა, საკუთარი ინიციატივით და პენსიონრების თანხმობის გარეშე, ე.წ. საშეღავათო პერიოდი მისცა და კოვიდპანდემიის დროს თვითნებურად გაუხანგრძლივა სესხის ვადა, აქედან გამომდინარე, სესხის ოდენობა.

საუბარია აგრეთვე ე.წ. ოვერდრაფტების მქონე პენსიონერებზეც, რომლებსაც ამგვარი სესხები ისე მისცეს, რომ კარგად არ აუხსნეს, რასთან ჰქონდათ საქმე. უკვე არსებობს არაერთი პრეცედენტი, რომ პარტია „მოქალაქეების“ ჩართულობით მოხერხდა სესხის პირვანდელ ვადასა და ოდენობაში დაბრუნება და დასრულება (განულება). დეპუტატ ქეთევან თურაზაშვილის ინიციატივით და გუნდის იურისტების დახმარებით, პენსიონრებთან უკვე შედგა ანალოგიური შეხვედრები თბილისსა და ქუთაისში.

გორში პენსიონრებთან შეხვედრა შიდა ქართლიდან წამოსული მოთხოვნის საფუძველზე გადაწყდა და მასზე დასასწრებად პენსიონრები, გორის გარდა, სხვადასხვა სოფლიდანაც შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ ბანკში 300-მდე პენსიონერის წერილი შევიდა, ქუთაისში გამართული შეხვედრის შემდეგ კი, საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ და დეპუტატ ქეთევან თურაზაშვილის დახმარებით, 500-მდე განაცხადი მომზადდა, გორში გამართული შეხვედრისას ბანკს 200-მდე განცხადებით მიმართეს. აღსანიშნავია, რომ იკვეთება არაერთი სასესხო პრობლემა, მათ შორის ოვერდრაფტებსა და სესხის პროცენტთან დაკავშირებით. პენსიონრების ნაწილი ითხოვს სესხის პროცენტის შემცირებას, გადახდის გრაფიკის ცვლილების გარეშე“, – აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საპენსიო სესხებით დაზარალებულ პენსიონრებთან შეხვედრასთან ერთად, პარტიის წევრებმა „ლიბერთი ბანკის“ გორის ფილიალს წერილობითაც მიმართეს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები