3.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატის ხელფასის 78%-ით, ₾8,250-მდე ზრდას ითხოვს – კანონპროექტი

პოპულარული

საქართველოს პარლამენტის წევრების ანაზღაურება იზრდება – ამას ითვალისწინებს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტი. დოკუმენტის თანახმად, მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების საბაზისო ანაზღაურება 3,626 ლარით იზრდება და 8,250 ლარს მიაღწევს. ეს 78%-იან ზრდას წარმოადგენს. ცვლილება 2025 წლის პირველი იანვრიდან უნდა შევიდეს ძალაში.

3260 ლარით იზრდება პარლამენტის თავმჯდომარის ანაზღაურება და ის 10,000 ლარს მიაღწევს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის – 2,910 ლარით ₾9,250-მდე; კომიტეტის თავმჯდომარის და ფრაქციის თავმჯდომარის – 3,460 ლარით ₾9,000-მდე; კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის 3 760 ლარით 8,500 ლარამდე.

გარდა აღნიშნულ პირთა წრისა, ხელფასის ზრდა ასევე შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერსაც, რომლის ანაზღაურებაც გათანაბრებულია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გასამრჯელოსთან. შესაბამისად, უმრავლესობის ლიდერის შრომის ანაზღაურება გაიზრდება ასევე 2,910 ლარის ოდენობით, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ასევე აისახება 2025 წლის პირველი იანვრის შემდეგ.

კანონპროექტს თან ახლავს განმარტებითი ბარათი, რომლის მიხედვითაც დეპუტატების სახელფასო სარგო ფაქტობრივად 2013 წლის შემდეგ უცვლელია, რის გამოც დღის წესრიგში მისი გადახედვის საკითხი დადგა .

კანონპროექტის ავტორთა კალკულაციით, სახელფასო მატება საქართველოს ბიუჯეტს წლიურად 5.7 მილიონი ლარი დაუჯდება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები