6.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

პაპუაშვილი: დღევანდელი დღე მყარ საფუძველს უქმნის უკეთეს მომავალს, ეს საერთო მიღწევაა

პოპულარული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებას “ყველას მიღწევას” უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს მყარ საფუძველს უქმნის საქართველოს უკეთეს მომავალს.

“ევროკავშირმა შეუქცევადად აღიარა ევროპის ოჯახში საქართველოს სრულფასოვანი წევრობის მომავალი. ევროკომისიის გადაწყვეტილება არის ძლიერი პასუხი საქართველოს ოკუპაციაზე, რომ საქართველო არ არის მარტო და ჩვენ გვერდით დგანან ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები.

ეს არის ევროკავშირის მიერ მისაღები სტრატეგიული გადაწყვეტილების პირველი ნაბიჯი. დღევანდელი დღე მყარ საფუძველს უქმნის საქართველოს უკეთეს მომავალს. ევროკომისიის გადაწყვეტილება ეკუთვნის ჩვენს აფხაზ და ოს თანამოძმეებს, ჩვენი მრავალეროვანი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროპული მომავალი, ეს ყველა ჩვენგანის საერთო მიღწევაა”, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დღეს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები