“ოცნების” წევრების მხრიდან შეურაცხყოფის შემდეგ, ქალი დეპუტატები NATO-ს წევრი ქვეყნების საელჩოებს წერილით მიმართავენ

ქართული ოცნების” წევრების შეურაცხმყოფელი და სექსისტური განცხადებების შემდეგ, ქალი დეპუტატები – თეონა აქუბარდია და თინა ბოკუჩავა – NATO-ს წევრი ქვეყნების საელჩოებს წერილით მიმართავენ.
ისინი აცხადებენ, რომ წერილის გაგზავნის მიზანი პარტნიორების ინფორმირება და სექსისტური, შეურაცხმყოფელი, განცხადებების ავტორებისთვის დისკომფორტის შექმნაა.
ამას გარდა, თეონა აქუბარდია სასამართლოში სარჩელის შეტანასა და სახალხო დამცველის აპარატისთვის მიმართვასაც აპირებს.