“ოცნების” შანტრაპა სამთავრობო თვითმფრინავს “ბოლტის” ტაქსივით იყენებს – დათუნაშვილი

“ოცნების” შანტრაპა სამთავრობო თვითმფრინავს “ბოლტის” ტაქსივით იყენებს, – ამის შესახებ “ლელოს” წევრი თამაზ დათუნაშვილი საუბრობს. საქმე ეხება შაბათის ხმაურიან რეპორტაჟს, რომლის თანახმადაც პრემიერმა სამთავრობო თვითმფრინავით ფლორენციაში გაისეირნა.
ოპოზიციის წევრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ამ ქმედებაზე საზოგადოებას სათანადო რეაგირება არ ჰქონია, ამიტომ “ოცნების” მაღალჩინოსნები მსგავსად კიდევ არაერთხელ მოიქცევიან.
იმ ყველაფრის მერე, როგორი სკანდალი ატყდა მის ამერიკაში სეირნობასთან დაკავშირებით და ზოგადად, მერე აღმოჩნდა, რომ მთელი მათი შანტრაპა ამ თვითმფრინავით სარგებლობს როგორც „ბოლტის“ ტაქსით ჩვეულებრივად, საზოგადოების პასუხი, ჩემი აზრით, არ იყო სათანადო და მკაცრი აი, ამ ქცევაზე და ჩვენ ვერ დავსაჯეთ ამქცევისთვის თავზე გასული მაღალჩინოსნები, შესაბამისად, ლოგიკრი გაგრძელებაა. იციან, რომ ხელისუფლებაში შემთხვევით არიან, ამიტომ ამ შემთხვევითობას იყენებენ ბოლომდე, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ეს რაღაცა დასამახსოვრებელი, ვულგარული სტორიები შეიქმნან. ისეთი, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ოჯახი მანამდე ვერ ეღირსებოდა ვერცერთ სხვა ფორმატში. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ კიდევ ბევრჯერ მოიქცევიან ასე, – ამბობს თამაზ დათუნაშვილი.
შაბათის ეთერის გუნდის მეირ მოპოვებული ფაქტებით დადგენილია, რომ პრემიერი, რომელიც, წესით, ესპანეთში პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე უნდა წასულიყო, თავდაპირველად სამთავრობო ბორტით იტალიის ყველაზე პოპულარულ ქალაქში დაეშვა. ფლორენციაში მთავრობის მეთაურს საქმე არ ჰქონია, რაც პოლიტიკოსებს უჩენს განცდას, რომ პრემიერი ევროპის შუაგულში რამდნეიმე საათით სასეირნოდ ჩაფრინდა.