3.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

“ოცნების” შავი პარასკევი – პრეზიდენტმა სასამართლო კლანს მხილების სერია მოუწყო

პოპულარული

კლანი, რომელიც სანქციების გამო ბოდიშს შტატებისგან ითხოვს, საქართველოს პრეზიდენტმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. სალომე ზურაბიშვილმა დღეს პირდაპირ თქვა, რომ ხალხს ამ ქვეყანაში სამართლის პოვნა უჭირს. პრეზიდენტის ეს გზავნილი პანკისიდან, პრაქტიკულად, პასუხი იყო უზენაესი სასასამართლოს თავმჯდომარის სკანდალურ განცხადებაზე. ნინო ქადაგიძე სახელმწიფო დეპარტამენტისგან დასანქციერებული მოსამართლეებისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს.

ფაქტია, რომ კორუფციაში მხლებული სასამართლო კლანი თავდაცვიდან თავდასხმის რეჟიმზე გადავიდა. შავ სიაში შეყვანილი მოსამასრთლეების შემდეგ შეტევა შტატებზე დღეს ქვეყნის ნომერ პირველმა მოსამართლემ   გააგრძელა. ქადაგიძე, რომლის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს კორუფციაში მხილებული კოლეგების სავარაუდო დანაშაულებების გამოძიება, დასანქცირებლებს  გადაეფარა და ამტკიცებდა, რომ სისტემა კორუფციისგან და პოლიტიკური მორჩილებისგან თავისუფალია.

ტვ პირველი

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები