3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

“ოცნების რუსეთთან კეკლუცობის” შედეგია – დეკანოიძე ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე

პოპულარული

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ხატია დეკანოიძე ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ქართული ოცნების რუსეთთან წარმოებული პოლიტიკის შედეგია.

“საქართველოს ხელისუფლებას პრაქტიკულად არჩეული აქვს კაპიტულაცია რუსეთთან. საქართველოს ხელისუფლების მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თამაში რუსეთთან, კეკლუცობა რუსეთთან და რუსეთის გავლენების გაზრდა საქართველოში, სწორედ ხდებოდა იმისთვის, რომ საბოლოოდ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია მოხდეს და მათ შორის ეს გულისხმობს ბაზების გაფართოებას, სხვადასხვა ინფრასტრუქტურის გამოყენებას”, – ამბობს დეკანოიძე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები