3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

“ოცნების” კაცებო – ვის უბედავთ?! რას ბედავთ?! ვისი ზურგით ბედავთ?! რატომ გგონიათ, რომ იმის უფლება გაქვთ, რასაც სჩადიხართ?! ქალი რომ ადვილი დასაჩაგრი გგონიათ, ის კაცები ხართ თქვენ!” – ინგა გრიგოლია

პოპულარული

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ინგა გრიგოლია ტვ ,,პირველის” საავტორო გადაცემა ,,რეაქცია”-ში, თავის ფეისბუქის პოსტში გაკეთებულ შეფასებებს იმეორებს და მწავავედ ეხმიანება საქართველოს პარლამენტის სესიაზე “ქართული ოცნების” დეპუტატების შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართ:

,,ის, რაც “ოცნების” კაცი დეპუტატების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენელი ქალი დეპუტატების მიმართ მოვისმინეთ ყველაზე ამაზრზენია, ეს მინდა ვუთხრა ,,ოცნებას”! როცა ქალებს გენდერული ნიშნით აყენებენ შეურაცხყოფას, პარლამენტის თავმჯდომარე რომაა ის კაცი – პაპუაშვილი, ხმას არ იღებდა და გათავხედებულ კაცებს იქვე არ აჩერებს, თუმცა, რომელი ხმის ამომღები შალვა პაპუაშვილია, როცა მთელ ქვეყანას გვაქვს ნანახი მისი მხრიდან დეპუტატ თინა ბოკუჩავაზე ძალადობა, რაც მალევე მისი გასპიკერებით დასრულდა.

ახლა მინდა გკითხოთ ,,ოცნების” კაცებო – ვის უბედავთ?! რას ბედავთ?! ვისი ზურგით ბედავთ?! რატომ გგონიათ, რომ იმის უფლება გაქვთ, რასაც სჩადიხართ?! ქალი რომ ადვილი დასაჩაგრი გგონიათ, ის კაცები ხართ თქვენ!

ადვილი დასაჩაგრი რომ გგონიათ ქალები ყველგან – პარლამენტში, მედიაში, საზოგადოებაში და მე ვეჭვობ, ალბათ, სახლშიც. იმიტომაა ამდენი ძალადობა ქალებზე ამ დაჭაობებულ ქვეყანაში! იმიტომ კლავენ კაცები ქალებს! ამიტომ სცემენ, ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად ძალადობენ და უსწორდებიან, რომ თქვენნაირ აღვირახსნილ კაცებს უყურებენ, უსმენენ და მერე, ალბათ, ის მოძალადე მამრებიც ფიქრობენ, რომ თუ პარლამენტში შეურაცხყოფენ დეპუტატები, კაცები ქალებს, რა მოხდა, თავადაც სახლში რომ იძალადონ ცოლებზე, შვილებზე, მეგობრებზე…?!

დღეიდან თქვენ ხართ პირდაპირ პასუხისმგებლები ყველა იმ ძალადობაზე, რაც მოხდება ქვეყანაში ქალების მიმართ და ,,ოცნების” წარმომადგენელ ყველა ქალბატონს მინდა ასევე ვუთხრა – ,,ოცნების” ქალებო, დღეიდან თქვენც პასუხისმგებლები ხართ ყველა ძალადობის ყველა ფაქტზე, თუ არ დაგმობთ იმ საზიზღრობას, რასაც ადგილი ჰქონდა თქვენი კოლეგა მამაკაცების მხრიდან“, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები