3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

“ოცნება” კანდიდატის სტატუსის მიღებით თავს ბედნიერად არ გრძნობს – კუბილიუსი

პოპულარული

“ოცნება” კანდიდატის სტატუსის მიღებით თავს ბედნიერად არ გრძნობს” – განცხადება ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა გააკეთა და აღნიშნა, რომ მმართველი ხელისუფლების მიერ განხორციელებული ყველა ანტიევროპული ქმედება უშედეგოდ დასრულდა.

კუბილიუსის თქმით, ევროკომისია განაგრძობს ქართველი ხალხის მხარდაჭერას.

აშკარაა, რომ “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებდა ვერ მიეღო კანდიდატის სტატუსი, ახლა თავს ბედნიერად არ გრძნობენ, მათი ყველა ქმედება ჩაიშალა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი მმართველი პარტიისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის პირადად, რომ თუ შეეცდებიან შეუქმნან დაბრკოლება ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე, ეს იქნება არაეფექტური. ალბათ, ევროკომისიის ამ გადაწყვეტილებით არც კრემლია ბედნიერი, მაგრამ ჩვენ ვართ, არსებობს ძირეული კრიტერიუმები, რაც არის კოპენჰაგენის კრიტერიუმები, რომელიც განსაზღვრავს დემოკრატიის მომწიფებას, არჩევნების ჩატარების სტანდარტი უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტს. ჩვენ ვხედავთ, რომ მმართველი გუნდი და საქართველოს მთავრობა ამ კრიტერიუმებში ხშირად იჭრება, აშკარაა, რომ ევროკომისია ამ კრიტერიუმების შესრულებას გულდასმით გააკონტროლებს, ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდზე დგომას, განსაკუთრებითი ძირეულ უფლებაზე რაც არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები – აღნიშნა კუბილიუსმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები