3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

“ოცნება” ირწმუნება, რომ ოკუპანტების ტყვეობიდან ქართველი მებრძოლების დასახსნელად ყველაფერს გააკეთებს

პოპულარული

“ქართული ოცნება” ირწმუნება, რომ ოკუპანტების ტყვეობიდან ქართველი მებრძოლების დასახსნელად ყველა საშუალებას გამოიყენებს. ამის მიუხედავად, ხელისუფლება ვერ აკონკრეტებს, ამ მიმართულებით რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.

ამასთან, სახელისუფლებო გუნდის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებს ომის ეპიცენტრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით არაერთხელ მოუწოდა.

რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო ინფორმაცია და ჩვენი სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რომ სათანადო და ეფექტური დახმარება აღმოუჩინოს ჩვენს თანამოქალაქეებს. თუმცა, აქვე უნდა გავიხსენოთ ჩვენ მსოფლიო ლიდერების, პრეზიდენტ ბაიდენის, პრემიერ-მინისტრ ჯონსონის მოწოდებები, როდესაც ისინი თავის მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია ომის მიმდინარეობის დროს. ჩვენი მოწოდებაც იყო იგივე, რომ მოქალაქეებმა თავი შეიკავონ ამ ომის პერიოდში იმ ტერიტორიებზე ყოფნისგან სადაც ისინი შეიძლება ტყვედ ჩავარდნენ. სამწუხაროდ, ეს მოხდა. ახლა რაც ჩვენ შეგვიძლია არის, რომ ყველა ჩვენი შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რომ მათ ეფექტური დახმარება აღმოვუჩინოთ, – ამბობს თალაკვაძე. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები