“ოცნებას” წინასწარ აქვს გაყალბებული არჩევნები, ერთი კაცი შუშის სასახლეში წყვეტს ყველაფერს – სააკაშვილი

“ოცნებას” წინასწარ აქვს გაყალბებული არჩევნები, ერთი კაცი შუშის სასახლეში წყვეტს ყველაფერს – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მესამე პრეზიდენტის თქმით, 2024 წლის არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი. სააკაშვილი ხაზგასმით აცხადებს, რომ “ოცნება” არსად წასვლას არ აპირებს.
შემდეგი არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები 1998 წლის შემდეგ, ზუსტად ასეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ დღეს.
ისინი არსად წასვლას არ აპირებენ. ერთი კაცი შუშის სასახლეში გადაწყვეტს, დაურეკავს თამარ ჟვანიას, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თუ რამდენი პროცენტი უნდა დაჯდეს. მათ წინასწარ აქვთ გაყალბებული არჩევნები, გადაწყვიტეს, რომ აღარ გარისკონ და პირდაპირ დაწერონ შედეგი.