1.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 1, 2024

“ოცნებას” უმრავლესობის გაძლიერება და ოპოზიციაში დაპირისპირება სურს – კორძაია ვიცე-სპიკერების რაოდენობის ზრდაზე

პოპულარული

თამარ კორძაიასთვის ვიცე-სპიკერების რაოდენობის ზრდა სრულიად აუხსნელია. პარლამენტის დეპუტატი ამბობს, რომ ამით “ოცნებას” უმრავლესობის გაძლიერება და ოპოზიციაში დაპირისპირება სურს.

ჩემთვის სრულიად აუხსნელია, ახლა ვიცე-სპიკერების რაოდენობის ზრდა. ამიტომ, მე მეჩვენება, რომ “ოცნებას” ერთის მხრივ სურს, უმრავლესობა გააძლიეროს და მისი სატელიტი პარტიისთვის შექმნას კიდევ ერთი დამატებითი თანამდებობა, ხოლო ოპოზიციაში სცადოს დაპირისპირების გაღრმავება, თუმცა დარწმუნებული ვარ ეს არ გამოუვა, რადგან ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ოპოზიციას ჰყავს წარდგენილი კანდიდატი და “ქართული ოცნება”, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ოპოზიციის ადგილი, დისკრიმინაციულად, არ ატარებს კენჭისყრას და არ ირჩევს ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატს”. – ამბობს კორძაია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები