3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

ოღონდ ამ ქვეყანაში ყველამ თავისი საქმე გაიგოს და ჩვენ მზად ვართ, ყველას მივეხმაროთ გაგებაშიც, აღქმაშიც, მის შესრულებაშიც – მამუკა მდინარაძე

პოპულარული

ოღონდ ამ ქვეყანაში ყველამ თავისი საქმე გაიგოს და ჩვენ მზად ვართ, ყველას მივეხმაროთ გაგებაშიც, აღქმაშიც, მის შესრულებაშიც და აღსრულებაშიც – მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თუ კომპეტენციების აღრევა არ იქნება, “ოცნება” ყველასთან ითანამშრომლებს.

“თავისი კომპეტენციის ფარგლებში არათუ ვითანამშრომლებთ, არამედ მივეხმარებით კიდეც. მთავარია გაიგოს საქართველოს პრეზიდენტმა რა არის მისი კომპეტენციის ფარგლები და არ გადავიდეს სხვისი კომპეტენციის ფარგლებში. თქვენ წარმოიდგინეთ ექიმმა, რომ პოლიციელის საქმე აკეთოს, ან პოლიციელმა აკეთოს სტატისტიკოსის საქმე და ა.შ. ასეთი კომპეტენციების აღრევა თუ არ იქნება, ბუნებრივია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვითანამშრომლებთ. ოღონდ ამ ქვეყანაში ყველამ თავისი საქმე გაიგოს და ჩვენ მზად ვართ, ყველას მივეხმაროთ გაგებაშიც, აღქმაშიც, მის შესრულებაშიც და აღსრულებაშიც. არანაირი პრობლემა არ გვაქვს, პირიქით”, – აღნიშნა მდინარაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები