6.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

ორი ფაქტორია, რაც ბიძინა ივანიშვილისთვის არის საფრთხე, ორი ძალა, რომლის რეცეპტი მას არ აქვს – რას აცხადებს გია ხუხაშვილი

პოპულარული

“ივანიშვილისთვის ახალგაზრდები და ემიგრანტები დიდ საფრთხეს წარმოადგენენ” – განცხადება პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “დღის ამბებში” გააკეთა და აღნიშნა, რომ ოლიგარქს ამ ორი ძალის განეიტრალების “რეცეპტი” არ გააჩნია.

ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის გახსნის მიზნით “ნაც-ქოცური” სიმბიოზის დაშლაა აუცილებელი.

იმისათვის რომ პოლიტიკური პროცესი გაიხსნას და ქვეყანამ გამოსავალი იპოვოს, ნაც-ქოცური სიმბიოზი უნდა დაინგრეს. ეს ორი ორბიტალური მიზიდულობის მქონე ცენტრი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი არ შეიქმნას. ამ დროს მოთხოვნილება ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრებზე საკმაოდ მაღალია. ამომრჩევლის სერიოზულ რაოდენობას არ უნდა წარსული “ნაციონალური მოძრაობის” სახით და არც აწმყო უნდა “ქართული ოცნების” სახით. ორი ფაქტორია, რაც ბიძინა ივანიშვილისთვის არის საფრთხე, ორი ძალა, რომლის რეცეპტი მას არ აქვს, ეს არის ახალგაზრდობა, რომლებმაც საკუთარი ძალა აჩვენა და მეორე, ეს არის ემიგრაცია – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები