6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 28, 2024

ორი რეგიონის ოკუპაცია უმძიმესი მემკვიდრეობაა, რაც ენმ-მ დაგვიტოვა – კალაძე

პოპულარული

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე კირბალში ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება და ამბობს, რომ “ოკუპაცია უმძიმესი მემკვიდრეობაა, რომელიც “ოცნებას” წინა ხელისუფლებამ დაუტოვა”.

უმძიმესია ის დანაშაული, რაც კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე შეიწირა ბოროტებამ, რასაც რუსული ოკუპაცია ჰქვია.

მთელი გულით ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და სრულიად საქართველოს ამ ტრაგედიას. დაწყებულია აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გასათავისუფლებლად.

საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია არის უმძიმესი მემკვიდრეობა, რაც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა და რომელმაც ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.

ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, საერთაშორისო თანამეგობრობას მოვუწოდებთ, დანაშაულზე სათანადო რეაგირება მოახდინონ. საქართველო ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა დამნაშავემ პასუხი აგოს”- წერს კალაძე.

სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები