6.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

ოპოზიცია ლიდერის გარეშეა დარჩენილი, ახალ ლიდერს ეძებენ – არჩილ თალაკვაძე

პოპულარული

“ქართული ოცნების” ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამტკიცებს, რომ ოპოზიცია ლიდერის გარეშეა დარჩენილი და წინასაარჩევნოდ ახალ ლიდერს ეძებს. სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ ოპონენტებს პოლიტიკური წონა აქვთ დაკარგული.

ფაქტია, რომ რადიკალური ოპოზიცია დარჩენილია ლიდერის გარეშე, არც სამომავლო პროგრამა გააჩნიათ, ცდილობენ სატელიტურ ჯგუფებში იპოვონ რაღაც ლიდერი, რომელსაც მოიყვანენ და არჩევნების კამპანიაში ჩართავენ. რაღაც პროგრამების წერასაც ავალებენ სხვადასხვა ადამიანებს, მაგრამ რეალური პოლიტიკური მხარდაჭერა, რეალური პოლიტიკური წონა აქვს დაკარგული ამ რადიკალურ ოპოზიციას, ამიტომ ლოგიკურია, რომ არიან ძებნაში ახალი ლიდერის, არიან ძებნაში თუ რა ფორმით გამოვიდნენ უკვე საპარლამენტო არჩევნებში. შესაბამისად, სცენარებს, რომელზეც საჯაროდ მიდის დისკუსია, აქვს ლოგიკური საფუძველი და არის ალბათობა, რომ სწორედ ასე განვითარდეს პოლიტიკური პროცესი ოპოზიციაში, – ამბობს არჩილ თალაკვაძე. 

პრეზიდენტის და ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ განცხადება გუშინ,  ირაკლი კობახიძემ გააკეთა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ თქვა, სად ხედავს სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ მომავალს.

პრეზიდენტის აქტიურობით შეშინებული ხელისუფლება ოპოზიციური გადაჯგუფების სცენარებს წერს: არჩევნებამდე 2 თვით ადრე ზურაბიშვილი გადადგება და დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას შეუერთდება.

 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები