1.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 1, 2024

ოპოზიციას არ აქვს ხალხის მხარდაჭერის იმედი, მათ აქვთ მხოლოდ კარვების იმედი – არჩილ თალაკვაძე

პოპულარული

გუშინ საზოგადოებამ დაინახა, რომ ოპოზიცია არც ერთი შინაარსობრივი კითხვა და არგუმენტი არ ჰქონდათ, თუ რას ეწინააღმდეგება ან რა არის მათთვის მიუღებელი, სამაგიეროდ, მეორე გამოჩნდა, რომ მათ სურთ, ამას პირდაპირ დაარქვან რუსული კანონი, კიდევ ერთი პოლიტიკური აფიორა გაითამაშონ, საზოგადოების ემოციებზე გავლენა მოახდინონ და რუსთაველის გამზირზე მორიგი დესტაბილიზაცია გამოიწვიონ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, გარკვეულ ადამიანებს ადამიანებს სურთ, ქვეყანაში ძალადობრივი გზით პოლიტიკა შეცვალონ და როგორმე საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით დაბრუნდეს ხელისუფლებაში.

„ეს სცენარი კავშირშია იმასთან, რაზეც ამ დღეების განმავლობაში ვსაუბრობთ, რომ არის კონკრეტული გეგმა და არიან ადამიანები, რომელთა მიმართ გამოძიება მიმდინარეობს. ამ ადამიანებს სურთ, ქვეყანაში ძალადობრივი გზით პოლიტიკა შეცვალონ და როგორმე საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ეს გეგმა ოპოზიციის ლიდერებმა პირდაპირ და საჯაროდ დაადასტურეს. საზოგადოებამ კადრები ნახა, რომ უცხოეთიდან ჩამოყვანილი ადამიანები ახალგაზრდებს არეულობისა და ძალადობისთვის ამზადებენ. ეს ყველაფერი გამოძიებამ უნდა გადაამოწმოს. კონკრეტული რისკები არსებობს, რაც ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რათა მოქალაქეები არ დაზარალდნენ. რაც შეეხება კარვებს, კარვების აკრძალვა კი არ ხდება, ზუსტდება ის რისკფაქტორი, რაზეც პოლიციას ჩარევისა და მოქმედების უფლება აქვს. ეს კანონი საკამათო მანამდეც იყო, სტრასბურგის სასამართლომ იმსჯელა სახელმწიფო უწყებების ბლოკირებაზე და გაამართლა სახელმწიფოს მოქმედებები. ოპოზიციას არ აქვს ხალხის მხარდაჭერის იმედი, მათ აქვთ მხოლოდ კარვების იმედი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები