7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

“ოკუპირებული ვართ… სამწუხაროდ, ასეთი ინციდენტები ხდება”-დავითულიანი თამაზ გინტურის მკვლელობაზე

პოპულარული

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას ეხმაურება. ამბობს, რომ ასეთი ინციდენტები ხდება და “ბოლომდე ამისგან თავს ვერ დავიზღვევთ.”

“ოკუპირებული ვართ, ასეთი ინციდენტები, სამწუხაროდ, ხდება. ბოლომდე ამისგან თავს ვერ დავიზღვევთ. იმიტომ, რომ რუსეთი დგას, რუსეთის ჯარი დგას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე და ჩვენ სამწუხაროდ დღეს იმის ძალა არ გვაქვს, რომ ისინი როგორც იმსახურებენ ისე გავაძევოთ ამ ქვეყნიდან,” – თქვა დავითულიანმა კირბალში. 

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. იმავე ღამეს საგანგებო შეხვედრა გაიმართა ერგნეთში – როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები