5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

ოკუპანტებმა უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილი გაათავისუფლეს

პოპულარული

რუსმა ოკუპანტებმა, სოფელ კირბალის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილი გაათავისუფლეს.

“ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილებოდა 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

უკანონო დაკავებულის გათავისუფლების შესახებ კომუნიკაციისას, ასევე, ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები