3.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

ოთარ ზურაბიშვილი – სალომე ზურაბიშვილი მშიშარა არ არის – ემუქრებიან ციხით და ფიქრობენ, რომ უკან დაიხევს, მაგრამ ევროინტეგრაციისთვის მისთვის წითელი ხაზები არ არსებობს, წავა იქ, სადაც საჭიროა – თუ ციხეში აღმოჩნდა, ამასაც გარისკავს

პოპულარული

სალომე ზურაბიშვილი მშიშარა ადამიანი არ არის – ნამდვილად ემუქრებიან [ციხით] და ფიქრობენ, რომ უკან დაიხევს. მისთვის წითელი ხაზები არ არსებობს, მზად არის წავიდეს, სადაც საჭიროა , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა „პლიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტისთვის მთავარია საქართველოს მომავალი.

„გინახავთ, რომ ხელი უკანკალებდა? – მე არ მინახავს ცხოვრებაში. ვიცი, რომ საერთოდ მშიშარა ადამიანი არ არის. როდესაც საქართველოს მომავალზეა საუბარი, ამაზე ორი აზრი არ იქნება.

ნამდვილად ემუქრებიან ციხით და ფიქრობენ, რომ უკან დაიხევს. მე მჯერა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის მისთვის არანაირი წითელი ხაზები არ არსებობს, მზად არის წავიდეს, სადაც საჭიროა. თუ ციხეში აღმოჩნდა, ვფიქრობ, ამას გარისკავს“, – აღნიშნა ოთარ ზურაბიშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები