7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

ნეთანიაჰუ ერდოღანს მიმართავს

პოპულარული

ერდოღანი ქურთების გენოციდს ატარებს და რეკორდი აქვს დამყარებული ციხეში მყოფი, მისი მმართველობის მოწინააღმდეგე ჟურნალისტების რაოდენობით. ამიტომ, ის უკანასკნელია, ვისაც შეუძლია, მორალი გვასწავლოს, – ასე პასუხობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას, სადაც რეჯეფ თაიფ ერდღანმა ბინიამინ ნეთანიაჰუ ჰიტლერს შეადარა.

„ისრაელის თავდაცვის ძალები ყველაზე მორალური არმიაა მთელ მსოფლიოში, რომელიც იბრძვის და ანადგურებს ყველაზე ამაზრზენ და ძალადობრივ ტერორისტულ ორგანიზაციას მსოფლიოში, ჰამას-დაეშს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და ერდოღანი მას აქებს და მასპინძლობს მათ ლიდერებს“, – განახადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა ბენიამინ ნეთანიაჰუ ადოლფ ჰიტლერს შეადარა და ღაზაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში დაადანაშაულა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები