6.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

„ნაცმოძრაობის“ დაშლას დიდი ხანია, ვგულშემატკივრობ, იმედიც კი გამიცრუა ნიკა მელიამ, რომ აქამდე არ გადადგა ეს ნაბიჯი – იაგო ხვჩია

პოპულარული

„ნაცმოძრაობის“ დაშლას დიდი ხანია, ვგულშემატკივრობ. იმედიც კი გამიცრუა ნიკა მელიამ, რომ აქამდე არ გადადგა ეს ნაბიჯი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ნიკა მელია, რომ დიდი ხანია, აკრიტიკებს „ნაცმოძრაობის“ დღევანდელ მენეჯმეტს, ეს არავისთვის ახალი არ არის.

„არჩევნების წელია და მინდა, რომ პოლიტიკური კონფიგურაცია ადამიანებისთვის გასაგები იყოს, ამიტომ უფრო მკაფიო ნაბიჯების გადადგმას ვურჩევდი ნიკა მელიას. დანარჩენი ყველაფერი გასაგებია ამ ნაწილში და ნიკა მელია, რომ დიდი ხანია აკრიტიკებს „ნაცმოძრაობის“ დღევანდელ მენეჯმეტს ეს არავისთვის ახალი არ არის. ნიკა მელიასთან ველოდები, „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსვლას და ადამიანების წამოყვანას. „ნაცმოძრაობის“ ოპოზიციაში მთავარ ძალად ყოფნა, არ მიმაჩნია ოპოზიციის გამარჯვების ფორმულა. ამიტომ ვგულშემატკივრობ იმას, რომ რაღაცნაირად „ნაცმოძრაობიდან“ ოპოზიციური ძალების დეკონცენტრაცია სხვა ძალებში მოხდეს. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ რის თამაშს თამაშობს. მაგრამ „ნაცმოძრაობის“ თანამედროვე კონფიგურაცია და თამაშის ის წესი, რომელიც ამბობს, რომ მთავარია, „ნაცმოძრაობა“ და დანარჩენი პარტიები მის ირგვლივ უნდა გაერთიანდნენ, არის წაგების ფორმულა და მე ამის წინააღმდეგი ვარ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები