6.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

ნამეტანი არ მოგივიდეთ – ევა გოცირიძე მაია კოპალეიშვილს

პოპულარული

ნამეტანი არ მოგივიდეთ – ასე მიმართა მოსამართლე ევა გოცირიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელს და მაია კოპალეიშვილს უთხრა, თუ რატომ უკვირს მოსამართლის ჩაკითხვები, როდესაც თავად იყო მოსამართლე.

“მომეჩვენა, რომ თქვენ უარყავით ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი მხარდაჭერის მისაღებად იყო ჩასული ევროპაში? …თქვენი ეს კომენტარები რომ გაგიკვირდათ უცნაურია, თქვენ იყავით თავად მოსამართლე და ზედმეტია ეს ყველაფერი, ნამეტანი არ მოგივიდეთ” – უთხრა ევა გოცირიძემ კოპალეიშვილს.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მაია კოპალეიშვილი სასამართლოს უხსნიდა, რომ პრეზიდენტი მხარდაჭერის მისაღებად ევროპაში ჩასვლა და პოლიტიკური შედეგის დადგომა ორი სხვადასხვა რამეა.

ვასაბუთებთ, მხარდაჭერის მისაღებად იყო განხორციელებული ეს ვიზიტები, თქვენ ამბობთ რომ ეს ვიზიტები პოლიტიკური შედეგის მისაღებად იყო თუ არაო და ვხსნი პოლიტიკური შედეგის დადგომა არის სხვა და არის სხვა მუხლი”. – განაცხადა კოპალეიშვილმა

 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები