1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

მჯერა, რომ სტატუსის მიღება ერთი ნაბიჯით დაგვაახლოებს ევროპულ დიდ ოჯახთან – ნიკა მელია

პოპულარული

მე პოზიტიური მოლოდინი მაქვს. მჯერა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენს ქვეყანას მიუხედავად იმ ხელისუფლებისა, რომლის აუტანელ პირობებშიც მოსახლეობას უწევს ცხოვრება უკვე 11 წლის განმავლობაში, ერთი ნაბიჯით დაგვაახლოებს ჩვენ ყველას, საქართველოს მოქალაქეებს ევროპულ დიდ ოჯახთან-განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

“მე პოზიტიური მოლოდინი მაქვს. მჯერა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენს ქვეყანას მიუხედავად იმ ხელისუფლებისა, რომლის აუტანელ პირობებშიც მოსახლეობას უწევს ცხოვრება უკვე 11 წლის განმავლობაში, ერთი ნაბიჯით დაგვაახლოებს ჩვენ ყველას, საქართველოს მოქალაქეებს ევროპულ დიდ ოჯახთან. თუმცა ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ჩვენ გავხდებით მყისიერად სრულფასოვანი წევრი ევროპული ოჯახისა. ვინაიდან, კანდიდატის სტატუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი და უნდა მივიღოთ, მაგრამ როდესაც შენ გყავს ხელისუფლება, რომელიც არ გულისხმობს ევროპას თავისი ქმედებით, პოლიტიკით და გადადგმული ნაბიჯებით, ქვეყანას უნდა ჰყავდეს ევროპული, ეროვნული ხელისუფლება, რაც შესაძლებელი იქნება 2024 წლის არჩევნების შემდეგ”-თვა ნიკა მელიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები