7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

მურუსიძე შოკოლადში ჩასვა “ოცნებამ” და ეს რეფორმად ვერ ჩაითვლება – პაატა მანჯგალაძე

პოპულარული

შეასრულეთ რეკომენდაციები და არანაირი “შეთქმულება” არ იქნება, – ასე პასუხობს “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე “ოცნების” პროპაგანდას, რომელიც ამბობს, რომ ოპოზიცია კანდიდატის სტატუსი ვერმისაღებად შეთქმულებას აწყობს.

ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ხელისუფლებამ მურუსიძე “შოკოლადში ჩასვა”, რაც სასამართლო რეფორმად ვერ ჩაითვლება.

ვენეციის კომისია ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით რეკომენდაციები შესრულებული არ არის. ჩვენ ვნახეთ პროპაგანდა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ოპოზიციას თურმე რაღაც შეთქმულება აქვს დაგეგმილი, რათა სტატუსი ვერ მივიღოთ. ხელისუფლება რომ რეკომენდაციებს არ ასრულებს და ამის გამო შესაძლოა, სტატუსი ვერ მივიღოთ, ეს ყოფილა, თურმე, ოპოზიციის დაგეგმილი. ძალიან მარტივია – შეასრულეთ რეკომენდაციები და არანაირი შეთქმულება არ იქნება. 9 რეკომენდაციაა შესასრულებელი, შეასრულეთ და ჩაგვიშალეთ „არეულობის გეგმა“. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, იქ კონცენტრირებულია ძალაუფლება, რომელსაც აკონტროლებს ამერიკის მიერ სანქცირებული სასამართლოს კლანი მურუსიძის ხელმძღვანელობით და ბუნებრივია, ეს რეფორმად ვერ ჩაითვლება, როცა მურუსიძე, პირიქით, შოკოლადში ჩასვა „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები