3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

მოჯადოებული წრე რომ გავარღვიოთ, მნიშვნელოვანია ახალგაზრდები იყვნენ დაინტერესებულები – გაზდელიანი

პოპულარული

„იცით, რა მიხაროდა, მარტის აქციებს რომ ვუყურებდი, მე ამდენი ახალგაზრდა აქციაზე არ მინახავს. ეს იყო თვითდინებით გამოსული ახალგაზრდობა და მაიმედებს, რომ ამ კურსიდან ჩვენ ვერ გადაგვახვევინებს ეს ხელისუფლება,“ – ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბესო გაზდელიანმა გააკეთა.

გაზდელიანი ამბობს, რომ ახალგაზრდების აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ ხელისუფლებას საგარეო კურსის ცვლილება არ უნდა დააშვებინოს.

მართლა არსებობს ორი საქართველო – პირიქითა და პირაქეთა. იქეთა მხარეს არიან დღევანდელი ხელისუფლების ტკბობით დამტკბარი ჩინოვნიკები, რომლებსაც ხელისუფლებაში იქნებიან თუ ოპოზიციაში, ამას მათთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თვითონ უზრუნველყოფილი ჰყავთ ოჯახები. სამწუხაროდ, არიან ოპოზიციაში გარკვეული ადამიანები, ვისთვისაც შეიძლება არ იყოს იმხელა გადაწყვეტილების მქონე, გავხდებით ევროპის ნაწილი თუ არ გავხდებით – ოპოზიციაშიც კარგად გრძნობენ თავს და მთავრობაშიც მშვენივრად იგრძნობენ თავს.
ყველაზე მეტად, ვინც დღეს მართლაც საჭიროებს იმას, რომ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გავხდეთ ეს არიან ახალგაზრდები.
რუსეთი, რაც უფრო გვიახლოვდება, უფრო და უფრო მეტად რთულდება ჩვენთან ცხოვრება და რაც უფრო შორდება, უფრო უკეთესდება ცხოვრების პირობები საქართველოში.
ერთადერთი, როგორც მიმაჩნია, როგორ შეიძლება დღეს მოჯადოებული წრე გავარღვიოთ, მნიშვნელოვანია ახალგაზრდები იყვნენ დაინტერესებულები. მინდა ყველა ახალგაზრდამ იცოდეს, მათ შორის ოცნების მომხრეებმაც იცოდნენ, რომ მათი მომავალი გადის იმაზე, რომ თუ საქართველო გახდება ამ დიდი ოჯახის ნაწილი, მათი მომავალიც ბევრად უფრო გაუმჯობესდება. თუ დავრჩებით პრორუსულ სივრცეში, ისევ უკან დავბრუნდებით,“ – ამბობს ბესო გაზდელიანი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები