6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 28, 2024

მოსამართლემ ტელეწამყვან თეონა ბაკურიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

პოპულარული

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა გადაწყვეტილება ფორმულას დღის წამყვანის თეონა ბაკურიძის საქმეზე. მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ არ დააკმაყოფილა თეონა ბაკურიძის სარჩელი და სხდომათა დარბაზი განმარტების გარეშე დატოვა.

საქმე ეხება პერიოდს, როდესაც თეონა ბაკურიძე აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყო. ჟურნალისტი სასამართლოში ითხოვდა, სამსახურიდან გათავისუფლების უკანონოდ ცნობას, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, განაცდური თანხის ანაზღაურებასა და სამსახურში აღდგენას.

დღევანდელ დღეს დამტკიცდა ცხადზე ცხადი ჭეშმარიტება, რასაც წლების განმავლობაში ჩვენი ორგანიზაცია და საზოგადოება ამბობს, რომ სასამართლო, ხშირ შემთხვევაში, ასეთ დავებთან დაკავშირებით არის პოლიტიზირებული, იმიტომ რომ დღევანდელ გადაწყვეტილებას თეონა ბაკურიძის საქმესთან დაკავშირებით სხვა ახსნა ვერ და არ მოეპოვება.

ბუნებრივია, დაველოდებით სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და ვიბრძოლებთ სააპელაციო სასამართლოში, შემდგომ უზენაეს სასამართლოში. მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში აჭარის ტელევიზიის წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა არცერთი მტკიცებულება წარმოდგენილი, არც მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომელიც დაადასტურებდა აჭარის ტელევიზიის გადაწყვეტილების კანონიერებას“, – ამბობს იურისტი ანა ბერძენიშვილი.

როგორც თეონა ბაკურიძემ გადაცემა ფორმულას დღეში განაცხადა, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მისთვის “მოსალოდნელი იყო” და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

“სავარაუდოდ, მოსალოდნელი იყო ალბათ ეს გადაწყვეტილება სასამართლოს მხრიდან, მითუმეტეს არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ 4 წლის განმავლობაში არ ჩანიშნულა სასამართლო პროცესები. 4 წლის წინ გამათავისუფლეს სამსახურიდან. […] რა თქმა უნდა, ადვოკატთან ერთად გავივლით თემას და ცხადია, რომ გავასაჩივრებ”, – თქვა თეონა ბაკურიძემ.

2020 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, თეონა ბაკურიძე გაათავისუფლეს. მიზეზად კი ტელეწამყვანის მხრიდან დაუმორჩილებლობა დაასახელეს.

ტელევიზიაში კრიზისი მაშინ დაიწყო, როცა მრჩეველთა საბჭოს დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს და მან რეორგანიზაცია დაიწყო. ტელევიზიის მიღმა დარჩნენ კოხრეიძის მოადგილე, ნათია ზოიძე, ასევე საინფორმაციო სამსახურის ერთი პროდიუსერი და მთავარი გამოშვების პროდიუსერი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები