7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

“მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებს ვესაუბრე, მთხოვეს, გადამეცა ქართველი ხალხისთვის მათი მოლოცვა და დიდი სიყვარული” – პრეზიდენტი

პოპულარული

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს ევროკომისიის გადაწყვეტილება მიულოცა.

“მე დღეს უკრაინის პრეზიდენტს და ცოტა ადრე, მოლდოვის პრეზიდენტს ვესაუბრე, მათ მიულოცე. მათ მიენიჭათ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაცია და ეს არის მათთვის დიდი ნაბიჯი და ჩვენც მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ. მივულოცე ჩვენგან, ყველასგან. მათ მთხოვეს, რომ ქართველი ხალხისთვის მათი მოლოცვა და დიდი სიყვარული გადმომეცა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სამივე ერთად ვივლით ამ გზაზე და აღმოვჩნდებით ევროპის სრულუფლებიანი წევრები და გავაკეთებთ ყველაფერს  ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის, მშვიდობისთვის, წინსვლისთვის, რადგან ეს არის ის, რასაც ევროპა ჰპირდება”. – ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები