1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

მოვითხოვ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადმოაცემინოს მკვლელები ჩვენს სამართალდამცველ ორგანოებს – ხაზარაძე

პოპულარული

“დღეს ყველა მოწმენი გავხდით შემზარავი ფაქტის, ოკუპანტებმა მოგვიკლეს ჩვენი თანამოქალაქე, ეს არის დანაშაული, ეს არის მკვლელობა და კიდევ ერთი დადასტურება, რომ რუსეთი არის ოკუპანტი”, – ამ განცხადებას “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე აკეთებს და სოფელ კირბალთან ოკუპანტების მხრიდან საქართველოს მოქალაქის მოკვლას ეხმაურება.

როგორც ხაზარაძე ამბობს, ხელისუფლებამ მკვლელების გადმოცემა და გასამართლება უნდა მოითხოვოს.

ამიტომ მოვითხოვ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადმოაცემინოს ის მკვლელები ჩვენს სამართალდამცველ ორგანოებს. ეს იქნება სწორი მოთხოვნა. დაველოდებით რას იზამს „ქართული ოცნება“, ეს არის დანაშაული ჩვენი ქვეყნის, თითოეული ჩვენი მოქალაქის მიმართ,“ – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები