3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

მოვითხოვთ, უმრავლესობამ გადააყენოს ბერაია თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან – ბოკუჩავა

პოპულარული

“მოვითხოვთ, რომ უმრავლესობამ მიიღოს გადაწყვეტილება და გადააყენოს ირაკლი ბერაია პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან”, – ეს განცხადება ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააკეთა და შალვა პაპუაშვილს მიმართა, დააყენონ ბერაიას თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

ყველაზე მინიმალური რაც შეგიძლიათ გააკეთოთ მისი ამ ამორალური თავდასხმის გამო, რომელიც სუს-ისგანაა ორგანიზებული, დაატოვებინოთ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა”,- მიმართა ბოკუჩავამ. 

ქალი დეპუტატების წინააღმდეგ დღეს “ქართული ოცნების” წევრებმა შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს. განსაკუთრებით თავდასხმის სამიზნე თეონა აქუბარდია და ანი წითლიძე იყვნენ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები