3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

მოასწრო თუ არა ოთარ ფარცხალაძემ ქართული ბანკებიდან ფულის გატანა? – თურნავას პასუხი

პოპულარული

მოასწრო თუ არა ოთარ ფარცხალაძემ ქართული ბანკებიდან ფულის გატანა – ეს იყო დღეს პარლამენტში, ერთ-ერთი მთავარი კითხვა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ნათია თურნავას დაუსვეს.

მოასწრო თუ არა ოთარ ფარცხალაძემ საქართველოდან ფულის გატანა? ახლა არ თქვათ, რომ ფარცხალაძემ, რომელმაც 13 უძრავი ქონება გადაუფორმა თავის ოჯახის წევრებს და ერთ დღეში ყველაფერი მოასწრო საჯარო რეესტრში, მას საქართველოში ფული არ ჰქონდა. ანუ, მისი ფული სად არის დღეს?”- ჰკითხა რომან გოცირიძემ თურნავას.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ამ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა.

თურნავა აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციები არ დარღვეულა და ფარცხალაძესთან დაკავშირებით მსგავსი კითხვების დასმა მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციაა.

თურნავამ დღეს ირიბად იმისკენაც კი მიუთითა, რომ საქართველოში მყოფი ადამიანი დასანქცირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი.

აქ კითხვა დაისვა ფარცხალაძესთან დაკავშირებით. ნებისმიერ არარეზიდენტთან დაკავშირებით სანქციების აღსრულების წესი ცნობილია. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მე ვერ გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით საკითხებს, არსებობს საბანკო კონფიდენციალობა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ არანაირი სანქციების გვერდის არიდება და დარღვევის ფაქტი არ მომხდარა, ამის არანაირი დასტური არ არსებობს, დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია”,- განაცხადა თურნავამ.

ოპოზიცია ასევე დაინტერესებული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებითაც, რაზეც თურნავამ უპასუხა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები და არსებობს მუდმივი კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

„IMF-ის პროგრამა ჯერ ეს ერთი, არ არის შეწყვეტილი. მისი მეორე მიმოხილვის წარდგენა ბორდზე არის გადადებული და ეს მოხდა ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში. ჩვენ გვაქვს მათთან მუდმივი კომუნიკაცია და ძალიან ღრმად რომ არ წავიდე, ჯერჯერობით, დეტალებში, მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილებით იმ თვალსაზრისით, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში პროგრამა აღდგეს. ვმუშაობთ ამისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვათვიცნობიერებთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ეფექტური მოქმედი პროგრამა, განსაკუთრებით არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ასევე, იმ მნიშვნელობიდან გამომდინარე, რასაც ჩვენთვის ატარებს ზოგადად, გლობალური ინვესტორების წრე, იმიტომ რომ მათ თვალში ჩვენი საიმედოობის ელემენტიც არის ეს. აქედან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პროგრამა კვლავაც გააქტიურდეს, დაუბრუნდეს ჩვეულებრივ მსვლელობას და სხვათა შორის, ასეთივე მზადყოფნას ვხედავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდანაც. არის გარკვეული ღია საკითხები, რომლებზეც ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ, საბოლოო ჯამში, მივაღწევთ პროგრამის აქტივატიზაციას ჩვეულებრივ რეჟიმში,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები