6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 28, 2024

„მკვლელის დედა მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ჩემმა შვილმა მოკლა თქვენი შვილიო“ – 18 წლის ბიჭის მკვლელობის დეტალები

პოპულარული

მკვლელობა დმანისში – სოფელ ჰამამლოში 18 წლის ბიჭი თანასოფლელმა ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ჩხუბი უძღოდა, რაც სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.

“კურიერი” მოკლულისა და სავარაუდო დამნაშავის სახლში იმყოფებოდა. დაღუპული ახალგაზრდის ოჯახი მკვლელის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

სავარაუდო დამნაშავის სახლში უთანხმოების მიზეზად ფულს ასახელებენ.

“მკვლელის დედა მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ჩემმა შვილმა მოკლა თქვენი შვილიო. მე ვუთხარი, როგორც ჩემი შვილი მოკვდა ეგრე უნდა მოკვდეს თქვენი შვილიცთქო. ბავშვები ერთმანეთს პატივს სცემდნენ, მაგრამ უცებ მოხდა რაღაც, მგონი დაცინვის გამო, შელაპარაკება მოხცდა და დაჭრა. ზუსტად რა მოხდა არ ვიცი”, – განაცხადა, ციცაი ჰუსეინოვამ.

გარდაცვლილის დეიდის განცხადებით, სავარაუდო მკვლელის მშობლებმა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ.

“ბიჭი მისულა დედამისთან და უთქვამს პრობლემა მაქვს და ამ გზით უნდა მოვაგვაროო, მშობლებმა მხარი დაუჭირეს შენ გადაწყვიტეო, ჩვენ შენ გვერდით ვართო, დედამისმა მითხრა ეს, მითხრა, რომ მის შვილს ყველაფრის უფლება აქვს, დამნაშავე კრიმინალური აზროვნებისაა. სკოლაშიც ასე იყო. მან პასუხი უნდა აგოს ყველაფერზე”, – განაცხადა ქამალა ალიევამ.

ადგილზე სამართალდამცველები გვიანობამდე მუშაობენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები