1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

მიხეილ სააკაშვილმა, ნიკა მელიას ბორდის თავმჯდომარეობა შესთავაზა – ელისო კილაძე

პოპულარული

 

გაზეთ „ქრონიკა პლიუსი“-ს რედაქტორი ელისო კილაძე, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, სადაც ჰყვება, რომ მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორის კონკრეტული პოლიტიკური შეთანხმება იყო მიღწეული.
კილაძის თქმით, სააკაშვილსა და მელიას შორის კომუნიკაცია მისი ჩართულობით მოხდა.
„ამბავს ისმენთ პირველწყაროდან, ანუ ჩემგან!
ძალიან მინდოდა ერთობა გამოსულიყო და ლამის ნემსის ყუნწში გავძვერი, რომ ნიკა მელიას და მიხეილ სააკაშვილს შორის პირდაპირი კომუნიკაცია შემდგარიყო.
დეტალებზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, გეტყვით მხოლოდ იმას რომ ორმხრივი კომუნიკაციის გზით, შეხების წერტილები მოიძებნა და მიხეილ სააკაშვილმა, ნიკა მელიას ბორდის თავმჯდომარეობა შესთავაზა.
ნიკას მხრიდან იყო საპასუხო წინადადება, რომ ბორდის თავმჯდომარე ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი!
საბოლოოდ, შეთანხმება შედგა-ნიკა მელია ბორდის თავმჯდომარედ უნდა აერჩია პარტიის ყრილობას. ბორდში წარმოდგენილი იქნებოდა ყველა მხარე!
ამის შემდეგ დაიწყო პარტიული ინტრიგების მთელი კასკადი!
ტექნიკური დეტალების შეთანხმების წინ,დღეს მოვისმინეთ მიშას განცხადება!
პოლიტიკაში სიტყვის ფასი და დაცვა მგონია უპირველესი!
შუალედურ ინტრიგებზე ლაივში მოგიყვებით კვირას!
p.s.მადლობა კობა ნაყოფიას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ერთობისთვის.
ასეთი მეგობარი მიშას მეორე არ ყავს!“, -წერს კილაძე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები