6.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

მიჭირს წარმოდგენა, რომ საკონსტიტუციო განსხვავებულ პოზიციაზე იქნება – სარჯველაძე

პოპულარული

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს ხელისუფლებისგან განსხვავებული პოზიცია არ ექნება. სახელისუფლებო გუნდის წევრი ისევ იმეორებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და ქვეყნის უზენაეს კანონს პატივი არ სცა.

ამასთან, სარჯველაძის მტკიცებით, კენჭისყრა ცხადყოფს, ვინ დაუჭერს მხარს კანონის უზენაესობას.

ძალიან მიჭირს წარმოდგენა, როგორ შეიძლება მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლო აღმოჩნდეს განსხვავებლ პოზიციაზე. მნიშვნელოვანია, სახელი დაერქვეს ამ შემთხვევაში იმას, რასაც ჰქვია კონსტიტუციის უპატიმვცემლობა, კონსტიტუციის დარღვევა. გამოჩნდება, ვინ დაუჭერს მხარს იდეას კონსტიტუციის დარღვევის დაშვებისა და ვინ იქნება ამის არამომხრე. შესაბამისად, ესეც იქნება მაჩვენებელი და ლუსტრაცია ერთგვარი პოლიტიკური ძალების შეხედულებების სისტემაში რა ადგილი უკავია, მაგალითად, სამართლის უზენაესობის პრინციპს, – ამბობს სარჯველაძე. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები