1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

“მიუღებელია, სირცხვილია, ჩემი სოლიდარობა ქალებს” – პრეზიდენტი დეპუტატების შეურაცხყოფაზე

პოპულარული

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელ გამოსვლებს განცხადებით ეხმაურება და ქალ დეპუტატებს სოლიდარობას უცხადებს.

ზურაბიშვილის თქმით, “სრულიად მიუღებელი და სირცხვილია” სიტყვები, რომლებიც დღეს გააჟღერს ოცნების დეპუტატებმა პარლამენტში ქალი დეპუტატების მიმართ.

პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, მიიღოს უმკაცრესი ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც “თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ”.

“მე დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად საქართველოს პარლამენტს. მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ქალებს, რომლებიც დღეს გამოვიდნენ და პროტესტი გამოაცხადეს.

მიმაჩნია, რომ ეს სრულიად მიუღებელია, სიტყვებიც არ არის, რომ ეს მიუღებელია, ეს ნამდვილად სირცხვილია: ქართველობისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტისთვის.

მე არ ვიცი რა კანონი ვინ უნდა მიიღოს უხამსობაზე… თუ ეს არ არის უხამსი სიტყვები, მე არ ვიცი რა არის.

მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ, რადგან თუ ეს არ გააკეთა, მაშინ თვითონ აკარგვინებს სახეს საქართველოს პარლამენტს. მე მგონი, უნდა იმოქმედოს სწრაფად და მოახდინოს რეაგირება!”, – წერს ზურაბიშვილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები