6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 28, 2024

„მისთვის ლოცვა გავაგრძელოთ…“ – ვრცელდება უახლესი ინფორმაცია მამა თეიმურაზის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით

პოპულარული

ახალგაზრდა დეკანოზი თეიმურაზ ქორიძე კვლავ კლინიკაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის შესახებ უახლეს ინფორმაციას მამა გიორგი ბერაძე ავრცელებს.

მიუხედავად მამაოს მდგომარეობის პროგრესისა (უნდა გადაეყვანათ პალატაში) გამოკვლვევების შედეგებით, მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ამიტომ გავაგრძელოთ ლოცვა მისთვის. მექნება თხოვნა, ჩემს პოსტებს ნუ გაუკეთებთ არასწორ ინტერპრეტირებას – ვიფიქროთ ოჯახზე და ახლობლებზე.

მე არ ვწერ მამაოზე პოსტებს პოპულარობის გამო, უბრალოდ, ბევრი მეკითხებით პირადში, სწორედ ამიტომ გიზიარებთ ინფორმაციას უშუალოდ კლინიკის პერსონალისგან… ერთად გავაგრძელოთ ლოცვა,“ – წერს მამა გიორგი ბერაძე.

ცნობისთვის, ახალგაზრდა დეკანოზი თეიმურაზ ქორიძე უკვე მეორე კვირაა საავადმყოფოში იმყოფება. იქ ის ფილტვების მძიმე დაზიანებით მოათავსეს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები