3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

მივმართავ ევროპარლამენტს, გაიმართოს დებატები და მიიღოს შესაბამისი რეზოლუცია – ფოტიგა კირბალზე

პოპულარული

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ სოფელ კირბალთან რუსი საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული აგვისტოს ომის მონაწილის, თამაზ გინტურისა და გატაცებული ლევან დოთიაშვილის საკითხის განხილვის მიზნით ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს მიმართა.

6 ნოემბერს, საქართველოს ორი მოქალაქე, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი იმყოფებოდნენ ლომისის ეკლესიაში, რომელიც ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს. მათ ასევე სურდათ, ეკლესიის სიახლოვეს მდებარე სასაფლაოს მონახულება. ამ დროს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ერთ-ერთი მათგანი, თამაზ გინტური საქართველოს ტერიტორიაზე მოკლეს, ხოლო მეორე ადამიანი მძევლად აიყვანეს და საოკუპაციო ძალების საპატიმრო დაწესებულებაში, ცხინვალში გადაიყვანეს. მივმართავ ევროპარლამენტს, გაიმართოს დებატები მომხდართან დაკავშირებით და მიიღოს შესაბამისი რეზოლუცია – აღნიშნა ფოტიგამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები