5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

„მესაფლავე“ თავიდან რომ იწერებოდეს, ალბათ ხაბეიშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიეძღვნებოდა – ოდიშარია

პოპულარული

ლექსი „მესაფლავე“ თავიდან რომ იწერებოდეს, ალბათ ლევან ხაბეიშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიეძღვნებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

“ოცნების” წევრის თქმით, ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ “პოლიტიკურ კუბოში უკანასკნელ ლურსმნებს ურტყამს”

„არიან ადამიანები, რომლებიც სადაც შედიან, პროცესს შლიან. ადამიანს, რომელსაც შეუძლია, სხვებს ცილი დასწამოს, და ეს ყველას ჩვენს თავზე გვაქვს ნაგემი, ის მოუვა, რაც ლევან ხაბეიშვილს დაემართა. ეს ადამიანი მზად არის, ტყუილი თქვას, სხვას რაღაც დააბრალოს, არის ამბიციური და ამ დროს თავადაა კორუფციული, თუმცა ხელს სხვისკენ იშვერს. „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ თხოვნა მაქვს, ლევან ხაბეიშვილი 2024 წლამდე არაფრით გაუშვან და არჩევნებს სწორედ მასთან ერთად შეხვდნენ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები