1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

მგონი, არ დაგვპატიჟებენ – სამხარაძე პრეზიდენტის ხვალინდელ შეკრებაზე

პოპულარული

“ოცნების” წევრი ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ ხვალინდელ შეკრებას არ დაესწრებიან.

სამხარაძეს არ პრეზიდენტის მხრიდან მიწვევის იმედი აქვს.

სალომე ზურაბიშვილი თავისუფალია თავის არჩევანში. თუ ის შემოიკრებს პოლიტიკურ პარტიებს და მოაწერენ ხელს, კი ბატონო, მოაწერონ, ჩვენ ვერ ვხედავთ ამის საჭიროებას. ჩვენ არ დავესწრებით, რა ვიცი, მგონი არც დაგვპატიჟებენ”. – ამბობს სამხარაძე.

სალომე ზურაბიშვილი მოქმედებაზე გადავიდა – პრეზიდენტი რომელსაც უცხოეთში ვიზიტები აუკრძალეს, ხვალ დიდ შეკრებას აანონსებს.

პრეზიდენტის ინიციატივით, მოქალაქეების შეკრების შემდეგ, დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას, რომელიც ევროკავშირში ქართველი ხალხის სახელით გაიგზავნება. ეს აქცია კი დასავლელი პოლიტიკოსებისთვის იქნება გზავნილი რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროპაა.

 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები