5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

მაღალი ვარაუდით, კანდიდატის სტატუსს მიიღებთ, იქნება პირობები – რიკარდ იოზვიაკი

პოპულარული

მაღალი ვარაუდით, კანდიდატის სტატუსს მიიღებთ, იქნება პირობები – ამბობს ფორმულას გადაცემა დროების ეთერში რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

“ჩემი მოლოდინი გახლავთ ის, რომ თქვენ, მაღალი ვარაუდით, მიიღებთ კანდიდატის სტატუსს. ველაპარაკე საკმაოდ გათვიცნობიერებულ წყაროს პარასკევს და როცა ვლაპარაკობდით კანდიდატის სტატუსზე საქართველოსთვის, იყო საუბარი 60/40-ზე. მე მაინტერესებს, როგორი ტერმინოლოგია იქნება დოკუმენტში, ამის განხილვაზე მიდის ჯერ კიდევ მუშაობა… მე ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს თქვენ კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

ვფიქრობ, რომ თუ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს, იქნება პირობებზე დამყარებული, ის, რაც მიიღეს გასულ ზაფხულს მიიღეს მოლდოვამ და უკრაინამ. იქნება პირობები, ზოგიერთი პირობა იქნება სხვანაირად შეფუთული, თუმცა მანამდე რაც იყო, დაახლოებით ისეთი პირობები იქნება. საუბარი იქნება პოლარიზაციაზე, პოლიტიკურ ლარდშაფტზე, სასამართლოზე, საგარეო” პოლიტიკაზე, ახალი პირობა იქნება დაკავშირებული არჩევნებთან” – განაცხადა იოზვიაკმა ფორმულას ეთერში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები