6.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

“მატყუარა ხარ, დროში აგერია“, “მატყუარები მოიძიე გარშემო” – დაპირისპირება ბოტკოველსა და სიჭინავას შორის

პოპულარული

„თქვენი ძლიერი მხარე არ არის წარსულზე ლაპარაკი“, „იმპიჩმენტზე თქვენი 4 ხმა არ ჰყოფნიდა, თორემ შეძლებდა“, „მატყუარა ხარ, იტყუები, დროში აგერია“ – კამათი „რეაქციის“ სტუდიაში. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრები დაუპირისპირდნენ.

ბერდია სიჭინავა და გიორგი ბოტკოველი იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით დაუპირისპირდნენ. ენმ-ის წევრის ბოტკოველის თქმით, გახარიას გუნდმა საზოგადოების მოტყუება გადაწყვიტა, როდესაც საუბრობდნენ ენმ-სა და „ოცნების“ გარიგებაზე.

თურმე ბატონ ბერდიას და მის პარტიას გადაურჩენია სალომე ზურაბიშვილი, რომ თურმე გვამხილა, რომ აი, გარიგებას ვაპირებდით და თარიღებში აირია. ასეთ ტყუილს ამომრჩეველი კარგად იჭერს, თურმე მათ რომ თქვეს, რომ ჩვენ გარიგებაში შევდივართ, იმის მერე გაგვიკეთებია განცხადება, თარიღები აგერიათ,“ – მიმართა ბოტკოველმა ბერდია სიჭინავას.

ამაზე პასუხად, ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, რომ მოქალაქეები დაინახავენ, ვინ ჩააბარა ენმ ბიძინა ივანიშვილს.

მატყუარები და ბინძური პოლიტიკური წარსულის ადამიანები გარშემო გახვევია ძალიან ბევრი, მატყუარები მოიძიე გარშემო.
ზოგადად ენმ-ის წევრებს, რომ ვუსმენდი, მრჩება შთაბეჭდილება, რომ2012 წლის მარცხის, ნოკაუტის მდგომარეობიდან ვერ გამოდიან და დღემდე შემორჩენილი აქვთ ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის მითი. რომ სდომებოდა ბიძინა ივანიშვილს, ძალიანაც უნდოდა, რომ ეს იმპიჩმენტი დასრულებულიყო… კობახიძის სახე იყო იმის განსახიერება, რამდენად უნდოდა „ოცნებას“ ეს პროცესი ბოლომდე მიეყვანა.
როგორ წარმოგიდგენიათ, დიუსელდორფელი პროფესორი კობახიძე ივანიშვილის წინაშე გუშინ იდგა და უხსნიდა, რატომ ვერ შეძლო პლენუმის დარწმუნება იმაში, რომ ერთხმად მიეღო გადაწყვეტილება,“ – აღნიშნა სიჭინავამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები