3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

მამაკაცი, რომლის ცხედარი დადიანის ქუჩაზე იპოვეს, მეგობრის მიერაა მოკლული – შსს

პოპულარული

მამაკაცი, რომლის ცხედარი გუშინ დადიანის ქუჩაზე იპოვეს, მეგობრის მიერაა მოკლული – დაკავებულია ერთი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ოქტომბერს, ბრალდებულმა თბილისში, დადიანის ქუჩაზე მდებარე სარდაფში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეგობარს – 1981 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს., რის შემდგომაც ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ა.შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები