5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

მალაშხია: ოცნება ხელისუფლებიდან უნდა გავუშვათ, ეს არის ერთადერთი გზა ევროპული მომავლის

პოპულარული

ქალი ევროკავშირის დროშით, ნანა მალაშხია გიორგი თარგამაძის ფორმულას ეთერში ამბობს, რომ მთელი ყურადღება ახლა 2024 წლის არჩევნებს უნდა დაეთმოს. ის ამაში ხედავს მათ შორის ოპოზიციის როლს და ამბობს, რომ ევროპული მომავლისთვის ერთადერთი გზა ქართული ოცნების ხელისუფლებიდან გაშვებაა.

“არ მაქვს იმის ილუზია, რომ ამ 9 რეკომენდაციას ჩვენი ხელისუფლება შეასრულებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით დეკემბერს და დარწმუნებული ვარ, რომ კანდიდატის სტატუსსაც მოვიპოვებთ, მაგრამ ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ და მთელი ყურადღება უნდა გადავიტანოთ 2024 წლის არჩევნებზე. მე ვფიქრობ, რომ დღეს ხელისუფლების სურვილი კანდიდატის სტატუსის მოპოვების ერთადერთი არის ძალაუფლების შენარჩუნება და მთელი კონცენტრაცია უნდა იყოს გადატანილი არჩევნებზე.

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციის კონსოლიდაცია, მათ უნდა მოახდინონ საკუთარი ძალების კონსოლიდაცია და ამომრჩევლებზე ორიენტირებული პროგრამა წარადგინონ. ერთი სიტყვით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მივიდეთ 2024 წლის არჩევნებამდე და ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება ხელისუფლებიდან უნდა გავუშვათ, ეს არის ერთადერთი გზა ევროპული მომავლის და პერსპექტივის”, – აღნიშნა მან.

მან გადაცემაში მიმართა პრეზიდენტსაც და ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება სთხოვა.

დღეს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროკომისიამ სამუშაო დოკუმენტი გაასაჯაროვა, სადაც მიმოხილულია საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა, სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

გაფართოების შესახებ ევროკომისიის მოსაზრებაში მითითებულია 9 დათქმა და საუბარია მათ შორის 2024 წლის არჩევნებზე – ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი. ასევე, დაასრულოს და განახორციელოს სრული და ეფექტური სასამართლო რეფორმა, გააუმჯობესოს არსებული სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციაზე, დამატებით მიაქციოს ყურადღება პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხს და სხვა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები