3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

მაკრონი: საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებს მძევლების გასათავისუფლებლად

პოპულარული

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მისი მთავრობა “ყველაფერს გააკეთებს” ჰამასის მიერ გატაცებული მძევლების გასათავისუფლებლად.

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მძევლების გასათავისუფლებლად, მიუხედავად მათი ეროვნებისა”, – თქვა მან.

ეს იყო მაკრონის პირველი სატელევიზიო მიმართვა მოსახლეობისადმი მას შემდეგ, რაც ჰამასი ისრაელს თავს დაესხა. მაკრონის თქმით, თავდასხმის შედეგად საფრანგეთის სულ მცირე 13 მოქალაქე დაიღუპა.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ისინი მუშაობენ ისრაელის ხელისუფლებასთან და სხვა პარტნიორებთან, რათა ფრანგი მძევლები “უსაფრთხოდ და ჯანმრთელად” მიიყვანონ სახლში.

“საფრანგეთი არასოდეს ტოვებს თავის შვილებს”, – დასძინა მან. თავდასხმების შემდეგ საფრანგეთის 17 მოქალაქე, მათ შორის ბავშვები, დაკარგულად მიიჩნევა.

მისივე თქმით, ისრაელს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას ტერორისტული ჯგუფებისგან, მაგრამ ამავე დროს სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოება უნდა შეინარჩუნოს. მაკრონის განცხადებით, “ტერორიზმთან ბრძოლა ვერ ჩაანაცვლებს მშვიდობის ძიებას” და დაადასტურა ვალდებულება უზრუნველყოს ისრაელის უსაფრთხოება და პალესტინელების სწრაფვა სახელმწიფოს შექმნისკენ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები