1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

მადლობა განსაკუთრებით კობახიძეს, უკვე იქნება სასამართლო აქტი, რომელსაც ზურაბიშვილი ვერ გაექცევა – პაპუაშვილი

პოპულარული

ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია, რას იტყვის საკონსტიტუციო სასამართლო, ვინაიდან ეს იქნება საბოლოო ვერდიქტი საქართველოს პრეზიდენტის ქცევასთან დაკავშირებით”, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა იმპიჩმენტის საქმეზე საუბრისას გააკეთა.

პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს.  პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში თუ გადავა, არ აქვს იმედი, რომ ოპოზიციის უმრავლესობა ამას მხარი დაუჭიროს.

უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს წარმომადგენლებს საკონსტიტუციო სასამართლოში, განსაკუთრებით ირაკლი კობახიძეს, რომელმაც სამი დღის განმავლობაში შეძლო, რომ საქართველოს ყველა ქალაქში, ყველა ქუჩაში, ოჯახში შევიდა ის სიტყვა, რომელიც შეეხება კონსტიტუციას.

ვფიქრობ, ყველა ადამიანისთვის გასაგები გახდა, რასთან გვაქვს საქმე. სამი დღის განმავლობაში ვიხილეთ, რომ იმ მხარეს, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენდით იდგა იურიდიული აზრი და კონსტიტუცია, მეორე მხარეს – თვითშემოქმედებითი აზრი, ენჯეოშნიკური იურისპრუდენცია, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს კონსტიტუციასთან.

მგონი, ეს სამი დღის განმავლობაში ნათლად ნახა ყველამ არგუმენტების სიღრმის, მკაფიო არგუმენტებისა და იმ განმარტებების საფუძველზე, რომელსაც ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან ვისმენდით. რაც შეეხება შემდეგ პროცესს, იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს კონსტიტუციის დარღვევას.

პირადად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რას იტყვის საკონსტიტუციო სასამართლო, ვინაიდან ეს იქნება საბოლოო ვერდიქტი საქართველოს პრეზიდენტის ქცევასთან დაკავშირებით. ეს იქნება უკვე სასამართლო აქტი, რომელსაც, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი ვერ გაექცევა. რაც შეეხება შემდეგ პროცესს, პოლიტიკურ ნაწილს პარლამენტში, ჩვენ ვამბობდით, რომ წინასწარი გარანტიის გარეშე საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას ასე უხეშად არ დაარღვევდა. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ ოპოზიცია მხარს დაუჭერს იმპიჩმენტს. ამავე დროს, იმედი გვაქვს, ვიღაცაში მაინც შეიძლება გარკვეულმა კეთილსინდისიერებამ იმუშაოს და იქნებ, მაინც გადაწყვიტოს. საბოლოო ჯამში, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, მნიშვნელოვანია, რას იტყვის სასამართლო, რადგან იმპიჩმენტი პარლამენტში დადგება თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ გაექცევა. ეს იქნება განაჩენი ამ ქცევასთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები